ინტერპარტიული ჯგუფის წევრები რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ და ელჩს საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკუთარი ხედვა გააცნეს.
როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ნორლანდი ამ დისკუსიებს თვალყურს მიადევნებს.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრი გიორგი ახვლედიანი მაჟორიტარული წესის გაუქმებას და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას მოითხოვს.
“მოვითხოვთ დღეს არსებული მაჟორიტარული ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას. ამერიკის ელჩისგან ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ვინმეს გარიყვის გარეშე წარიმართოს”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები