პარლამენტში, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა ნუკრი ქანთარიას მატყუარა უწოდეს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტში, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებსა და უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საკანონმდებლო ორგანოში იმ კომისიის შემადგენლობას განიხილავენ, რომელმაც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენები უნდა გამოიძიოს.
კომისიის წევრთა გაღიზიანება ნუკრი ქანთარიას გამოსვლამ გამოიწვია. ქანთარია კომიტეტის წევრებმა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

წყარო: ინფო 9

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები