ზაზა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” მხდალები და გამყიდველები უწოდა

ოპოზიციის წევრები პარლამენტში, ძირითადად, პოლიტიკურ ოპონენტებს მოძღვრავენ, რაც მოსაწყენია – ამის შესახებ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“აქ ისევ დამოძღვრას ვისმენთ, რაც საკმაოდ მოსაწყენია. ახდენენ თავიანთ, ვითომ ვაჟკაცობის დემონსტრირებას. საქართველომ კარგად ნახა მათი ვაჟკაცობის ხარისხი. დღე-ნახევარში დასრულებული ომი და ლიდერი, რომელიც ახლა კიევში არის, გაქცეული ბრძოლის ველიდან. თქვენს დროს მოხდა 11 კილომეტით საზღვრის გადმოწევა და ეს ყველაფერი ვინ დაგვიტოვა მემკვიდრეობით? ამაზე გამეცით პასუხი. ერთ რაღაცას გთხოვთ, ირონიასაც, იუმორსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კიდევ გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ ,,პეშკები”, მხდალები და გამყიდველები ხართ თქვენ”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები