„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული ვითომ არასამთავრობოების მოწოდებები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა”

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები რას მოგვიწოდებენ უინტერესოა – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას მერიაში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ოთხი ნასამართლევი პირის შესახებ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები რას საუბრობენ და რას მოგვიწოდებენ, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა“,- განაცხადა ნარმანიამ.
დღეს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც თბილისის მერიის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ოთხი ნასამართლევი პირის შესახებაა ნათქვამი. მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ამ ოთხი ნასამართლევი პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც ორგანზაციაში ამბობენ, ბიუჯეტის გაფლანგვაში თუნდაც ერთხელ შემჩნეული ადამიანის მაღალ თანამდებობაზე მუშაობა დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები