„დათა ახალაია და სოსო თოფურიძე უკრაინის ძალოვან უწყებებში დასაქმდებიან“

სამხედრო ექსპერტის ტრისტან წითელაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია და მისი მოადგილე, სოსო თოფურიძე უკრაინის ძალოვან უწყებებში დასაქმდებიან.
როგორც წითელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალაია ბერკუტის ტიპის სპეცრაზმს უხელმძღვანელებს.
“ორი დღის წინ მოწოდებული ინფორმაციით, გეტყვით, რომ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე სასტუმრო “უკრაინაში” იმყოფებიან.
დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალაია ბერკუტის ტიპის სპეცრაზმს უხელმძღვანელებს, რომლის შექმნაც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი”, – აცხადებს წითელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები