ნიკა მელიას არაკორექტული მიმართვა ოპონენტს (ვიდეო)
თბილისის საკრებულოში ინციდენტი მოხდა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა მერიაში 29 იანვრის გასაუბრების ამსახველი ვიდეომასალა აჩვენეს. ვიდეოზე მოჩანს აპლიკანტ კახა ბუსკივაძეს, მერიის ზედამხედველობის უფროსს გეგი ნიჟარაძესა და არჩილ ბეგიაშვილს შორის შელაპარაკება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ბეგიაშვილი სუს-ის თანამშრომელია. შელაპარაკება კი კომისიის თანამშრომლის მიერ აპლიკანტის მხრიდან ფარული ვიდეოგადაღებას წარმოების შემჩნევას მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა ნიკა მელიამ გეგი ნიჟარაძეს მიმართა.
„თქვენ ემუქრებოდით აპლიკანტს ტრ..ში გაუპატიურებით, სუს-ის თანამშრომლები მოიხმეთ საკრებულოში, თქვენს გვერდით ოთახში. არა ფოტო, არამედ ვიდეომტკიცებულებებია, სადაც თქვენი გამოსახულება, თქვენი არტიკულაცია ჩანს და რაც არ უნდა, ბატონო გიგი, ამაზე ისაუბროთ, ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ასე ჩაივლის“, – მიმართა ნიკა მელიამ გეგი ნიჟარაძეს, რის პასუხადაც ნიჟარაძემ მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა.