NDI-ის დირექტორის შვილებზე ვიზების არგაცემას საქართველოს საგარეო უწყებაში ადასტურებენ

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ NDI-ის დირექტორის, ლორა ტორნტონის შვილებზე ვიზები არ გასცა, უწყებაში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ვიზის გაცემის ვადებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შექიმნა, რის გამოც ვერ მოხერხდა გაცემა. თუმცა, მათივე განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დროისთვის NDI-ის დირექტორთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ვიზები, სავარაუდოდ, გაიცემა.
Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გუგა სულხანიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვედზე NDI-ის დირექტორის, ლორა ტორნტონის მისთვის მინაწერი გამოაქვეყნა, სადაც ტორნტონი წერს, რომ მის შვილებზე საქართველოს საგარეო უწყებამ ვიზები არ გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები