NDI-ს დირექტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა ჩემს შვილებს ვიზებზე

NDI-ს დირექტორის ლორა ტორნტონის შვილებს საქართველოს ვიზა არ მისცეს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვედზე Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გუგა სულხანიშვილი წერს. სულხანიშვილი აღნიშნულის შესახებ მისთვის ტორნტონის მიერ მინაწერს და მის თარგმანს აქვეყნებს.
„საგარეო სამინისტრომ არალოგიკური საფუძველით უარი უთხრა ჩემს შვილებს ვიზებზე. წარმოიდგინე: NDI-ს დირექტორს შეიძლება საქართველოს დატოვებამ მოუწიოს! აზრზე არ ხარ, როგორი არალოგიკური რაღაცები გვითხრეს. გასაგიჟებელია, რომ ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთსა და იმავე ინსტრუქციებს ვერ ვიღებ. ქალბატონიც კი ვიზების სამსახურში დაბნეული და შეწუხებული გამოიყურება. ჩვენ ყველა პროცედურა დავიცავით, ყველაფერი მოცემული ინსტრუქციების მიხედვით გავაკეთეთ, მივედით დანიშნულ დღეს, ა.შ. და გვითხრეს, რომ დავაგვიანეთ. ასევე გვითხრეს, რომ ონლაინაპლიკაცია “არ ითვლება” (მაშინ რატომ აქვთ და ფულს რატომ გვახდევინებენ). პლუს, არავინ პასუხობს ტელეფონს, აბა სცადე და ინფორმაცია მიიღე. მიუხედავად იმისა, რომ მესმის სავიზო რეგულაციების მნიშვნელობა, მიმაჩნია, ეს პროცესები ძალიან დამაბნეველი და დამთრგუნველია, რადგანაც ყოველ ჯერზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ. იმედი მაქვს, მე და ჩემი შვილები როგორმე დავალაგებთ ამას. თარგმანი სახელდახელოა და ჩემია“, – წერს სულხანიშვილს ტორნტონი.
“კვირა” საგარეო უწყების ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები