ლევან ბერძენიშვილი პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარებას გონივრულად მიიჩნევს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარებას გონივრულად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური გუნდის მინისტრები უნდა მივიდნენ.
„პარლამენტში მინისტრების დაბარება კვირის ბოლო დღეს უნდა გავიხსენოთ? მინისტრები თბილისში დავიბაროთ. მდგომარეობა ისეთია, რომ ამ იდეას პარლამენტის ყველა წევრი მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას მოუწოდებს, ეკონომიკურ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართოს.