ეკა ბესელია: ჩვენ დროს დებატებში ვერ დავკარგავთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უმრავლესობისთვის შეთავაზებული 36-პუნქტიანი გეგმა და დებატები პარლამენტში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან დებატები დროის დაკარგვაა და ხელისუფლება არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.
“არ მგონია, რომ ან 36-პუნქტიანი ან 41-პუნქტიანი გეგმა ახლა სასწრფო დახმარებისა თუ სწრაფი ჩარევის წამალი იყოს. ვფიქრობ, რომ აქ შესაბამისი ქმედითი ზომების გატარებაა საჭირო, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჩვენ ველოდებით, რომ ის მექანიზმები, რომლებიც ჩართულია ამ პროცესში, შედეგს გამოიღებს და ველოდებით ამ შედეგს. ამიტომ ამისთვის არც დროის დაკარგვა ღირს და არც აქ სჯა-ბაასი, ვინაიდან დებატები არ უშველის პროცესს”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები