ხათუნა გოგორიშვილი: პარლამენტმა განგაშის ზარი უნდა შემოჰკრას, რათა ლარს უშველოს

პარტია ” ნაციონალური მოძრაობა” ლარის გაუფასურებას ეხმიანება და აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მმართველ გუნდს საკითხზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა 36-პუნქტიანი გეგმა არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შეიმუშავეს.
როგორც უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს,  თუ ხელისუფლება ნამდვილად ფიქრობს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გადაჭრას, ამ საკითხზე საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად მუშაობა უნდა დაიწყოს.
“დღეს საქართველოს პარლამენტი ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული და განგაშის ზარს უნდა რეკდეს არსებული მდგომარეობის გამო, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოვიდეს. ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ეშველოს და, რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება ოდნავ მაინც ფიქრობს ხალხზე და იმ ფინანსურ პრობლემებზე, რაც თითოეულ მოქალაქეს აქვს, ეს არის ერთი ძირითადი გზა, რომ არსებული მდგომარეობიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები