გუბაზ სანიკიძეს საკუთარი 3 – წლიანი მოღვაწეობის შესაფასებლად დრო არ ეყო (ვიდეო)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჟურნალისტები დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს ეკითხებიან, თუ რა გააკეთა 3 წლის განმავლობაში და რა საკანონმდებლო ინიციატივებით წარდგა პარლამენტის წინაშე.
სანიკიძე თვლის, რომ ამის ჩამოთვლას ძალინ დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ ამაზე სასაუბროდ პრესკონფერენციას მოიწვევს. „მე არა მგონია, ახლა სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ. აუცილებლად მოვიწვევ პრესკონფერენციას, დაესწრებით… ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალინ ბევრი დრო დაგვჭირდება“, – ამბობს სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობაში გუბაზ სანიკიძის კანდიდატურას ვიცე – სპიკერის პოსტზე განიხილავენ. როგორც თავად სანიკიძემ განაცხადა, შეთავაზების შემთხვევაში ის ვიცე – სპიკერობას, სავარაუდოდ, დათანხმდება. მან შესაძლოა, ზურაბ აბაშიძე შეცვალოს, რომელიც ვიცე-სპიკერობიდან გუშინ გაიწვიეს.