სოსანაშვილის ადვოკატი: სახლში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება არ ამტკიცებს იმას, რომ ეს ასაფეთქებლები აუცილებლად მას ეკუთვნოდა
„გია სოსანაშვილის სახლში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება არ ამტკიცებს იმას, რომ ეს ასაფეთქებლები აუცილებლად მას ეკუთვნოდა“, – აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერება 2008 წლის ომის დროს მასთან რომელიმე მებრძოლს დაეტოვებინა.
„ქარხნული წესით დამზადებული ყველა ასაფეთქებელი იდენტურია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მასთან რამდენიმე მებრძოლი იმყოფებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანს დაეტოვებინე მასთან. ის, რომ მის სახლში იყო აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება, არაფერს ამტკიცებს და გადაჭრით ვერ იტყვით, რომ ის მას ეკუთვნოდა“,- განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ გია სოსანაშვილის სახლში იმ ასაფეთქებელი ნივთიერების იდენტური მასალა იქნა აღმოჩენილი, რომლის მსგავსი საშუალებითაც იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს.