უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
“ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად”.