ლუდის მწარმოებლებმა არასამთავრობოებთან ერთად ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე იმსჯელეს

ლუდის მწარმოებლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე იმსჯელეს. კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან ცვლილებების კავშირსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაციაც.
ლუდის მწარმოებლების ინფორმაციით, ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული კვლევა საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის შეკვეთით მომზადდა.
შეხვედრაზე განიხილეს ის უარყოფითი მხარეები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ლუდზე აქციზის გაძვირებამ. დასასრულს კი გაიმართა დისკუსია.
საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ” (მოგვიანებით – ბიუჯეტიც) 2014 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა , რომლის მიხედვითაც, რიგ პროდუქტებზე, მათ შორის ალაოს ლუდზე, შეიცვალა აქციზის განაკვეთი, კერძოდ, 1 ლიტრ ლუდზე გაიზარდა 40-დან, 60 თეთრამდე. ლუდთან მიმართებაში ცვლილება ძალაში შედის 2015 წლის 1მარტიდან.
შეგახსენებთ, რომ ფინანასთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა.

DSC_1113.JPG

DSC_1193.JPG

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები