უბილეთოდ მგზავრობაზე პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა

პირები, რომლებმაც 2014 წლის 10 დეკემბრამდე უბილეთოდ მგზავრობის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ. პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან და საურავისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2014 წლის 10 დეკემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლით (უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები