თბილისის მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებული პრემიები და დანამატები

თბილისის მერია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.
“არ წყდება პოლიტიკური სპეკულაცია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებისა და დანამატების შესახებ. იმისათვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და, ამავდროულად, ჰქონდეს ინფორმაცია, რეალურად რა ანაზღაურებას იღებენ თბილისის მთავრობის წევრები, თბილისის მერია 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.
დედაქალაქის მთავრობამ 2014 წლის აგვისტოშივე მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა პრემიებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიცემოდა მერიის მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, დარეგულირდა და სისტემაში მოექცა დანამატების გაცემის საკითხიც. თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ ცხრილს, რომელშიც ნათლად ჩანს თბილისის მოქმედი მთავრობის წევრების მიერ 6 თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 2013 წლის ამავე პერიოდში თბილისის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიღებულ ხელფასს, დანამატსა და პრემიას შორის სხვაობა“, – აცხადებენ მერიაში.

http://new.tbilisi.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები