პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო
65 მომხრე და 33 წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულდა „მაუწყებლობის შესახებ“ კენჭისყრის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში.
კანონპროექტი, რომელიც სამაუწყებლო საათში სარეკლამო დროზე შეზღუდვებს აწესებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტით სატელევიზიო ეთერში კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის განთავსების წესები და ხანგრძლივობა დგინდება და ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები წესდება. მმართველი გუნდი ახალ რეგულაციებს ევროკავშირის დირექტივებს უკავშირებს. ამასთან, პარლამენტის დარგობრივი ეკომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროექტში მაუწყებელთა შენიშვნები და რეკომენდაციები ასახულია.