გასული ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 30 სამხედრო დაიღუპა, 50 კი მძიმედ დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 40 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 50 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ დონცეკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო ბატალიონის გენერალი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში 172 ადამიანი დაიჭრა. მათი უმეტესობა სამხედროა. ოფიციალური კიევი გარდაცვლილი ჯარისკაცების ზუსტ რაოდენობას არ ახმოვანებს, თუმცა ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო ბატალიონის გენერალი სემიონ სემენჩენკო კი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი გარემოცვა მწარედ ატყუებს და მდგომარეობა აღოსავლეთ უკრაინასი იმაზე რთულად არის, ვიდრე მას წარმოუდგენია, სემენჩენკო იმასაც აცხადებს, რომ დაღუპული სამხედროების რაოდენობა გაცილებით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები