უკრაინის გენერალი: პოროშენკოს მისი გარემოცვა ატყუებს
პოროშენკოს მისი გარემოცვა ატყუებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს უკრიანის პრეზიდენტს წარმოუდგენია. განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინული სამხედრო ბატალიონის “დონბასის” გენერალმა სემიონ სემენჩენკომ გააკეთა.
„თქვენ გატყუებენ, როდესაც მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ გიამბობენ, გატყუებენ, როდესაც გეუბნებიან, რომ ჯარში ყველაფერი რიგზეა, გატყუებენ, როდესაც გეუბნებიან, რომ ყველაფერში დამნაშავე ჯარია “,- განაცხადა სემენჩენკომ.