გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის თანამდებობიდან განთავისუფლების განცხადებას, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა. გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობის დატოვების სურვილი ერთი თვის წინ გამოთქვა. მან განცხადებით კულტურის სამინიტროს მიმართა. როგორც ჭიჭინაძე აცხადებდა, ის სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა, რის გამოც ქუთაისის ოპერის თეატრში მუშაობას ვერ ახერხებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები