ქართველი მსახიობები სტამბოლიდან ლოს -ანჯელესის მიმართულებით გაემგზავრებიან
ქართველი მსახიობები, რომლებიც დიდთოვლობის გამო სტამბოლიდან ამერიკაში თვითმფრინავით გამგზავრებას ვერ ახერხებდნენ, სტამბოლიდან ლოს -ანჯელესის მიმართულებით ნახევარ საათში გაფრინდებიან, – ამის შესახებ თუქეთში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა. ასაშვილის თქმით, მსახიობებს სტამბოლის აეროპორტში ყოფნა დაახლოებით ერთი დღე მოუწიათ და ეს პრობლემა უკვე მოიხსნა.
ფილმ “მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი უამინდობის გამო თურქეთიდან მგზავრობის გაგრძელებს ვერ ახერხებდა. “ოსკარების” დაჯილდოება 22 თებერვლას იმართება.
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.