მეტროსადგურმა „ღრმაღელემ“ მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ღრმაღელემ“ მუშაობა განაახლა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა. მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია GWP-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები