ეუთოს რეგიონულ შეხვედრაზე გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ეუთოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორჰუსის კონვენციის შესრულების მექანიზმები, ადამიანის უფლებების და გარემოსდაცვითი კანონების ურთიერთქმედება საერთაშორისო სამართალში, სასამართლო ორგანოების როლი – ეს ის საკითხებია, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო.
შეხვედრას ეუთოს ოფისის, ევროპის ეკო ფორუმის, ბელგიისა და აზერბაიჯანის სასამართლოს, არემოსდაცვითი გამოძიების ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები