ალექსანდრე ზახარჩენკო: დონეცკი სეპარატისტული დაჯგუფებებისგან გაიწმინდა, ის ჩვენია

დონეცკი სეპარატისტული დაჯგუფებებისგან გაიწმინდა, ახლა ის ჩვენია, – ამის შესახებ განცხადება დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ზახარჩენკომ დღეს დილით რუსულ სააგენტოსთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენ დავასრულეთ დონეცკის გაწმენდა სეპარატისტული დაჯგუფებებისგან. სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობამ არ შეასრულა იარაღის დაყრის პირობა, ბრძოლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალებმა 4 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგეს. კიევს მათი გადასვენება შეუძლია, ამის შესახებ ჩვენ გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლებსაც შევატყობინებთ”, – განაცხადა ზახარჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები