ლონდონის აეროპორტში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული გოგონა მოძალადე ქმარს გაექცა
დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში 25 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ედება ბრალი და ბავშვი, რომელიც მას თან ახლდა, მის მიერ იყო გატაცებული, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა სირიიდან მოძალადე ქმარს გაექცა და მცირეწლოვანი ბავშვი მისი შვილი იყო.