საბერძნეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 64 წლის პროკოპის პავლოპულოსი აირჩია. პრეზიდენტის არჩევა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა შესაძლებელი. საბერძნეთში, ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს არა ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ პრემიერ – მინისტრი ალექსის ციპრასი აწარმოებს.