The Telegraph – “ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ევროპაზე თავდასხმას გეგმავენ
“ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალი ემიგრანტების სახით შეღწევას და მთელი სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზე ომის გაჩაღებას გეგმავენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა „Quilliam“-მა შეიტყო.
როგორც „The Telegraph“-ი იტყობინება, ბრიტანელი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა წერილი, რომელშიც ევროპაზე ისლამისტების თავდასხმის გეგმაა აღწერილი. ტერორისტები თავდაპირველად მთელი ძალების ლიბიაში გადასროლას გეგმავენ. აქ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და „ისლამური ხალიფატის“ დაარსება სურთ.
ამის შემდეგ ისლამისტები არალეგალების მსგავსად შენიღბულებს ხმელთაშუა ზღვის ნავებით გადაცურვა სურთ. ამრიგად ისინი სამხრეთ ევროპულ ქვეყნებში – ესპანეთში, იტალიაში და პორტუგალიაში მოხვედრას შეძლებენ. აქედან ტერორისტები მთელი კონტინენტის ტერიტორიაზე შეღწევას და ტერაქტების ორგანიზებას გეგმავენ. ბრიტანელი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ ევროპაზე თავდასხმის გეგმა ერთ-ერთმა ტერორისტემა დაწერა, რომელიც ლიბიაში „ისლამური ხალიფატის“ რიგებისთვის მამაკაცების გადაბირებას ახდენს.
წყარო: zn.ua