საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალის“ გადაცემაზე ისევ უარი უთხრა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რუსეთის ფედერაციისთვის „მისტრალის“ გადაცემაზე უარზე კომენტარი გააკეთა. „საფრანგეთის ხელისუფლებას შექმნილ სიტუაციაში ისევ არ შეუძლია ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ გადაცემის შესაძლებლობას გადახედოს“, – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
საფრანგეთის პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ დონეზე ხომალდის გადაცემისთვის შესაბამისი პირობები არ შექმნილა. „დღევანდელ დღეს ჩვენი პრიორიტეტი – ეს უკრაინის უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის სტაბილიზაცია გახლავთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ მშვიდობა უნდა დაიცვას. ასევე კრიზისის გადასალახად პოლიტიკური გეგმა ცხოვრებაში რეალურად უნდა გატარდეს“, – განაცხადა დრიანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს რუსეთმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მისტრალის“ გადაცემის შეთანხმების შეუსრულებლობის ოფიციალური ახსნა მოითხოვა. ამასთან, საფრანგეთის პრემიერმა და პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს „მისტრალს“ მანამდე არ გადასცემენ, სანამ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციისთვის რეალურ ზომებს არ გაატარებს.
წყარო: news.liga.net