ქემერონი პუტინს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე თვალის დახუჭვას ვერ შეძლებს.

ამასთან, ქემერონი რუსეთის პრეზიდენტს სერიოზული სანქციებით დაემუქრა, რომელთა მეშვეობით რუსეთის ეკონომიკა წლების განმავლობაში გამოსწორებას ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ეს განცხადებები კომპანია „Rolls-Royce“-ის ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ქემერონმა ბრიტანელ ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს გაგებით და მოთმინებით მოკიდებოდნენ.
„უკრაინაში ერთი ქვეყანა მეორის ტერიტორიულ მთლიანობას ეფექტურად არღვევს, რადგან აღმოსავლეთში (უკრაინის აღმოსავლეთში) რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლები რუსულ სარაკეტო სისტემებს, რუსულ ტანკებს და რუსულ არტილერიას იყენებენ. ამის ყიდვა “eBay”-ზე არ შეიძლება. იარაღს რუსეთი აძლევს. ჩვენ ძალზე მკაცრი პოზიცია უნდა დავიკავოთ, რომელთა შესაბამისად ასეთ მოქმედებას მრავალი წლის განმავლობაში მძიმე ეკონომიკური და ფინანსური შედეგები ექნება“,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები