ერაყში 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს


“ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა ერაყის ქალაქ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადში 45 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაღუპულთა შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, ერაყის უშიშროების ძალების წარმომადგენლებიც იყვნენ. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც კი გავრცელდა.
როგორც “როიტერი”იუწყება, აღნიშნული ქალაქის 90 პროცენტს ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებები იკავებენ, ხშირი ტერაქტების მიზეზიც ეს არის. საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარი ტერაქტი დაგმო და ძალადობის უკიდურეს ფორმად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები