ჰოლანდიელი მუსულმანების გაზეთი „სექსუალურ მუჰამედ წინასწარმეტყველს“ ნომერს მიუძღვნის

ნიდერლანდებში მუსულმანური თემის გაზეთის რედაქცია სპეციალურ ნომერს „სექსუალურ წინასწარმეტყველ მუჰამედს“ მიუძღვნის. საზოგადოების წარმომადგენლებს ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ამ გზით სურთ მსოფლიოს „ისლამის სხვა მხარე“ უჩვენონ. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი განყოფილება ავრცელებს.
გამოცემის მთავარი რედაქტორის ბრაჰიმ ბურიკის თქმით, სპეცნომერის გამოშვება ისლამზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების უარყოფის მიზნით ჩაიფიქრეს.
„წინასწარმეტყველი მუჰამედი სექსუალური მამაკაცი იყო“, – ირწმუნება ბურიკი.
ჟურნალისტის სიტყვებით, მუსლიმებმა შვილებს ყურანის ჭეშმარიტი გაგება უნდა გადასცენ.
გაზეთის სპეციალური ნომრის გამოშვება 15- ათასიანი ტირაჟით ივნისში, ისლამის მიმდევართა წმინდა თვის რამადანისთვისაა დაგეგმილი.

წყარო: bbc.co.uk/russian

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები