დებალცევოში დღე-ღამის განმავლობაში 44 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 170-მდე კი მძიმედ დაშავდა
დებალცევოში დღე-ღამის განმავლობაში 44 სამხედრო დაიღუპა, 20 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დაჭრილთა რაოდენობა კი 170 -ს აღწევს. მათი უმეტესობა სამხედროა, ისინი გმირულად იბრძოდნენ თავიანთი მიწა-წყლისთვის, – ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული ბატალიონის გენერალი სემიონ სემენჩენკო ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“დაღუპული ადამიანების რიცხვი არა რუსეთის მიერ წარმატებულად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, არამედ უკრაინელი ჯარისკაცების თავდადებაზე მეტყველებს. მე საკუთარი თვალით ვნახე ეს ყველაფერი. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ საკუთარ მიწა-წყალზე, ვერანაირი ევროპა ვერ გვიშველის. მე ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში”,- წერს გენერალი სემენჩენკო.