ნიგერიაში სამართალდამცავებმა 300-მდე ამბოხებულის ლიკვიდაცია მოახდინეს
ნიგერიაში სამართალდამცავებმა 300-მდე ამბოხებულის ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი “ბოკო ხარამის” ტერორისტულ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ. “ბი-ბი-სის” ცნობით, ნიგერიულმა მხარემ “ბოკო ხარამის” ტერორისტებს ცეცხლი საჰაერო სივრციდანაც გაუხსნა, დაიღუპა 30 ადამიანი, 10 კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ნიგერიის საზღვართან დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ.