ირაკლი ხინთბა: საზღვრების გაუქმება ტერიტორიების ანექსირებას არ ნიშნავს

სახელმწიფო საზღვრის გაუქმება ადამიანების პატივისცემას ნიშნავს და არა მათი ტერიტორიების ანექსირებას, – განცხადება ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“როდესაც ამბობენ, რომ ქვეყნებს შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ცდილობენ. საზღვრების გაუქმება სულაც არ ნიშნავს ტერიტორიების ანექსირებას. საზღვრის გადატანაზე საუბარიც კი არ ყოფილა.
საზღვრები აფხაზეთსა და რუსეთს შორის იყო და იქნება. სხვა დანარჩენი სპეკულაციაა”, – განაცხადა ხინთბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები