დღეს კატების საერთაშორისო დღეა

  გაზაფხულის დასაწყისი კატებისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ამიტომაც გაზაფხულის პირველ დღეს კატების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მეცნიერები, რომლებმაც ეს ცხოველი შეისწავლეს, ამბობენ, რომ კატები ძალიან ჭკვიანი და ბევრ რამეში ძაღლებზე უკეთესი ქმნილებები არიან. თუმცა, ძაღლების მსგავსად, გადაგდებული ჯოხის მოტანა არ შეუძლიათ, რადგან ისინი ამას თავის მოვალეობად არ მიიჩნევენ. კატებს თავისებური ხასიათი აქვთ. ისინი პატივისცემას ითხოვენ და ასე გრძნობენ თავს ადამიანის ტოლად. მსოფლიო კატების დღე კიდევ ერთი მიზეზია, მადლობა გადაუხადოთ თქვენს ცხოველს. კატებს ძალიან უყვართ მოფერება და სითბო. თუ კატას  სითბოთი და ყურადღებით უზრუნველყოფთ, მაშინ თქვენი კატა აუცილებლად   სასიამოვნო კრუტუნს გაჩუქებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები