უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროში სპეციალური სხდომა გაიმართება

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში უახლოეს დღეებში სპეციალური სხდომა გაიმართება. გაეროში უკრაინის წარმომადგენლობის პრესსპიკერის, ეგორ პივოვაროვის განცხადებით, უშიშროების საბჭო ამზადებს უკრაინის კრიზისის შესახებ რეზოლუციის ტექსტს, რომელსაც სხდომაზე კენჭს უყრიან.
როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი შეშფოთებულია უკრაინის ქალაქ დებალცევოსთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. პან გი მუნი მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები