აშშ-მ „ისლამური ხალიფატის“ პოზიციებს 11 ავიადარტყმა მიაყენა

ამერიკის შეერთებული შტატების და საერთაშორისო კოალიციურმა ძალების ავიაციამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს 11 ავიადარტყმა მიაყენა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამი დარტყმა ტერორისტებს სირიაში კობანის მახლობლად მიაყენეს. ავიადარტყმების შედეგად მოკავშირეებმა ერთი შენობა და სამი ავტომობილი გაანადგურეს. რვა ავიადარტყმა კი ერაყში ტერორისტების ბანაკებზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები