ავაკოვი ზახარჩენკოს მუქარას უცენზურო ტექსტით გამოეპასუხა

ე.წ. „დსრ“-ის მეთაურის ალექსანდრე ზახარჩენკოს მუქარას, რომ ხარკოვს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებენ, განრისხებული უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი თავის ფეისბუქზე უცენზურო ტექსტით გამოეპასუხა. ავაკოვის განცხადებით, ხარკოვი უკრაინული, ცივილიზებული და გონიერი ქალაქია. მისთვის ნათელია უბედური, დაცარიელებული დონეცკის მაგალითი, რომელიც ზახარჩენკოს ბანდის ხელში აღმოჩნდა. მისივე აზრით, ხარკოვს – დონბასში მილიონი დევნილის და ათასობით ადამიანის სიკვდილის მაგალითზე დასკვნების გაკეთებისთვის გონიერება ეყოფა. ზახარჩენკოსთან მიმართებაში ავაკოვმა უცენზურო მიმართვები არ დაიშურა, სადაც ის სასქესო ასოდ რამდენჯერმე მოიხსენია (გამოყენებულია ევფემიზმი). ავაკოვის თქმით, ზახარჩენკოს ხარკოვში კი არა,  ციხეში ელოდებიან.

10930846_611107465699606_5762971031403989695_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები