ზახარჩენკო ხარკოვის აღებით დაიმუქრა

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ თუკი მინსკის მოლაპარაკების პირობები არ შესრულდება, მაშინ დსრ-ის არმია „ხარკოვს აიღებს“.  ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტების საინფორმაციო სააგენტო „ნოვოროსია“ ავრცელებს.
„თუკი კიევის ხელისუფლება მინსკის მოლაპარაკების პირობებს არ დაიცავს, ჩვენი საზღვრებიდან თავის ტექნიკას არ გაიწვევს, ჩვენ ტყვეებს არ გამოუშვებს და ჩვენი ქალაქების დაბომბვას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ გაჩერებას  და ლოდინს არ დავიწყებთ. პირველ რიგში, ჩვენ დებალცევოს ალყაში მოქცეულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს გავანადგურებთ, სადაც ამ მომენტისთვის 6-დან 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება. შემდეგ მოწინააღმდეგეს მარიუპოლს წავართმევთ და როდესაც ეს მოხდება, მაშინ მთელ ჩვენ ძალებს ხარკოვის ასაღებად მივმართავთ.
„დსრ“-ს მეთაურმა დაამატა, რომ ხარკოვის აღება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, რადგან ამ ქალაქში ბევრი ადამიანი იმყოფება, რომელთაც „ოკუპანტებისგან განთავისუფლება სურთ“.
„ჩვენ იქ (ხარკოვში) ხალხი გველოდება. იქ ბევრი ჩვენიანი გვყავს. როდესაც საიჭირო გახდება, ისინი იარაღს აიღებენ და ფაშისტების დახოცვას დაიწყებენ“, – განაცხადა ზახარჩენკომ.

წყარო: novorosinform.org

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები