იაცენიუკი: რუსეთმა დონბასის განადგურებისთვის უნდა გადაიხადოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის აღდგენისთვის უნდა გადაიხადოს.
„ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეპარაციის შესახებ საკითხის დასმა. მათ გაანადგურეს დონბასი. დონეცკის და ლუგანსკის აღდგენისთვის რუსეთი ვალდებულია გადაიხადოს“, – განაცხადა იაცენიუკმა.
„მათ (რუსეთმა) გაანადგურეს ჩვენი ეკონომიკა, მათ მოახდინეს სამხედრო ინტერვენცია, სამხედრო აგრესია და ისინი ვალდებული არიან,  ამისთვის პასუხისმგებლობა აიღონ“,  – ხაზი გაუსვა უკრაინის პრემიერმა.
2014 წლის დეკემბერში იაცენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინამ რამდენიმე სარჩელი შეიტანა, რათა მას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისთვის დანაკარგების კომპენსირება მოეხდინა. იაცენიუკმა 2014 წლის აგვისტოში აღმოსავლეთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანი 8 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები