„Kinder Surprise“-ის , „Nutella“, “Raffaello”-ს და „Tic-Tac“-ის შექმნელი 89 წლის ასაკში გარდაცვალა

მონაკოში მსოფლიოში ცნობილი საკონდიტრო კორპორაცია „Ferrero“-ს მეპატრონე მიქელ ფერერო გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას „როიტერი“ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება.
ყველასთვის ცნობილი საკონდიტრო ნაწარმები:  „Kinder Surprise“, „Nutella“, „Ferrero Rocher“, “Raffaello და „Tic-Tac“-ი სწორედ  ფერერომ შექმნა.
მილიარდერი 89 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. „Forbes”-ის შეფასებით,  ფერეროს და მისი ოჯახის ქონება 23,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის იტალიის უმდიდრესი ადამიანი გახლდათ, ხოლო მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 30-ე ადგილს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ „Ferrero“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საკონდიტრო კომპანია გახლავთ. მასში 24 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმებული. 2013 წელს კომპანიამ თითქმის 800 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები