ხორვატიაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

ზაგრებში ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. 46 წლის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საპრეზიდენტო ფიცი დადო,  რის შემდეგაც ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ იასნოი ომეიცმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 2015 წლის 19 თებერვალს შეუდგება.  მისი მანდატი  2020 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდება. თავის საინაგურაციო სიტყვაში არჩეულმა პრეზიდენტმა ხორვატიის და მისი მოქალაქეების წინაშე ფიცი დადო:

„ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა ხორვატია მდიდარი ქვეყანა გახდეს, რომლიდანაც ახალგაზრდები არ წავლენ, სადაც უფრო მეტი ადამიანი დაიბადება, ვიდრე გარდაიცვლება,“ – განაცხადა გრაბარ-კიტაროვიჩმა.
„ჩვენი სტრატეგიული ნაციონალური ინტერესი -ახალი სამუშაო ადგილებია“,  – ხაზი გაუსვა ახლადარჩეულმა  პრეზიდენტმა.  მან „კორუფციასთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის“ გაფრთხილების პირობაც დადო.  მისი თქმით, ხორვატია ახალი ინვესტიციებისთვის ღია უნდა იყოს. ქვეყანამ ექსპორტის ზრდა და ახალი ბაზრების ძიება უნდა დაიწყოს.
თავის სიტყვაში გრაბარ-კიტანოვიჩმა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და ძლიერი შეიარაღებული ძალების მნიშველობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ინაუგურაციას 88 ქვეყნის დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სერბეთის პრემიერი ალექსანდრე ვუჩიჩიც ესწრებოდა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიმართულ მეგობრულ ჟესტად შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ  2015 წლის 11 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი დაამარცხა.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები