მდინარე კონგოში ორი ნავის შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა

კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე კონგოში, ორი ნავის შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ნავზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 42 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ისინი ვარაუდობენ, რომ დაკარგულები ცოცხლები აღარ არიან. “სი-ენ-ენის” ცნობით, კონგოს რესპუბლიკაში ეს ნავების ჩაძირვის პირველი შემთხვევა არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ნავების ჩაძირვა მათი სიძველით არის განპირობებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები