მექსიკაში, სარკინიგზო ავარიის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, 30- მძიმედ დაშავდა

მექსიკაში, ნუევო ლეონის რეგიონში, სატვირთო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, 16 მგზავრი გარდაიცვალა. 30 -მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ვერ შეამჩნია მომავალი სატვირთო მატარებელი და სარკინიგზო ლიანდაგი გადაკვეთა. შემთხვევის შედეგად სამგზავრო ავტობუსი ორ ნაწილად გაიყო. “როიტერი” იუწყება, რომ სამგზავრო ავტობუსში  მგზავრების დასაშვები რაოდენობა 40 იყო, იქ კი 60- ზე მეტი მგზავრი იმყოფობდა. ამ დროისათვის, დაშავებულები გადაყვანილები არიან ადგილობრივ საავადმყოფოში. მექსიკის სამაშველო სამსახურის განცხადებით, შესაძლოა, მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები