გიორგი მარგველაშვილი: კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა მოხსნილიყო

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვები კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ უნდა მოხსნილიყო.
“მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რომელიც მცირე და პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი დარეგისტრირდა, კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა მოხსნილიყო და, ჩემი აზრით, ის დღეს უკვე მოხსნილია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა კანდიდატთა შერჩევის პროცესს ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით “წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა.
“დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესის მონაწილენი ვართ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან გვექნება დისკუსია, სადაც ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ ჩვენი ხედვები”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები