გაჩეჩილაძე ათასობით ხის მოჭრის გამო პასუხისმგებლობას სევდია უგრეხელიძეს აკისრებს

მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას ასაჯაროებს. პარლამენტარი აცხადებს, რომ 2009-2011 წლებში თბილისის მერიამ თბილისის მერიამ ათასობით ხის მოჭრის ნებართვა გასცა. „2009-2011 წლებში თბილისის მერიამ 18 ათასი ხის მოჭრის ნებართვა გასცა! ეს ოფიციალურად, ეს არ არის ეკოციდი? ეს სევდია უგრეხელიძე ანგელოზივით რომ ნაბავს თვალებს, გამოვიდეს და უთხრას ხალხს, რატომ გაიცა თბილისში 18 ათასი ხის მოჭრის ნებართვა?! თბილისი ოსვენციმის კრემატორიუმებად გადააქციეს! ამაზე პასუხი არავინ უნდა აგოს?! ეს ხომ არანაკლები დანაშაულია, ვიდრე პატიმრების წამება ან ქონების ძალადობრივი ჩამორთმევა?!“ – აცხადებს გია გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები