შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული კახაბერ შ. და 1970 წელს დაბადებული, მრავალჯერ ნასამართლევი ზაზა შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ზაზა შ-ს პირადი ჩხრეკისას 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო კახაბერ შ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული 2 არარეგისტრირებული რევოლვერი და 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები