სპექტაკლ „საზღვრების“ ჩვენება გაიმართება

13 თებერვალს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიების მიხედვით“ დადგმული სპექტაკლის „საზღვრების“ ჩვენება გაიმართება.
„სიყვარულია ის გრძნობა, რომელსაც ყავლი არასდროს არ გაუვა. სიყვარულის სევდიანი ამბავი…“
პიესა მიხო მოსულიშვილმა თარგმნა. სცენოგრაფი უშანგი იმერლიშვილია, რეჟისორი – გოგა ოსეფაშვილი, მუსიკა ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის, მთავარ როლებს ქეთი ქიტიაშვილი და ბექა გოდერძიშვილი თამაშობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები