ეგვიპტეში “ალ-ჯაზირას”ჟურნალისტი მუჰამედ ფამი გაანთავისუფლეს
ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი მუჰამედ ფამი 400 -დღიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლა.
ჟურნალისტის უფლებების დასაცავად ცნობილი მსახიობის ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ ქლუნი იბრძოდა. ეგვიპტის ადგილობრივმა მთავრობამ „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი 2013 წელს, რადიკალ მუსულმანებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკულმა მხარემ ფამის განთავისუფლებაში 32.750 დოლარი გადაიხადა.